ყაზბეგში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში 117 მებაჟე ოფიცერსა და უფლებამოსილ თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას გარკვეული ეტაპების დაცვით, გამოკვლევა ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესცენტრიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე უარყოფითია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, ახალ კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ყაზბეგში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა