პაატა იმნაძე - თბილისში, სვანეთში მოგზაურობის მქონე 1000-მდე მოქალაქიდან, 14-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ „ცხელების ცენტრს“ მიაკითხა.

როგორც იმნაძე განმარტავს, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფებიდან კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა.

„მინდა გითხრათ, რომ ბოლო დღეებში, თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა „ცხელების ცენტრებს“, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში იყო ნამყოფი, აქედან 9-ს გუშინ გამოვლინდა, მანამდე კიდევ იყო შემთხვევა გამოვლენილი, ვინც მესტიაში იყო ნამყოფი, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება. დანარჩენი 4 კონტაქტია, აქედან ერთი ოჯახის წევრია ადრე დადასტურებული, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში დადასტურდა. კიდევ 3 პირი თბილისში ადრე დადასტურებული თბილისის შემთხვევის ოჯახის წევრია, ერთი მძღოლია, რომელიც სადახლოზე გამოვლინდა საზღვრის კვეთისას, ერთი კი არასასიამოვნო შემთხვევაა ჩვენთვის, რომელიც ქობულეთში გამოვლინდა“, - განაცხადა იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე