თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დღეს შეხვდება. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შსს-დან პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს, ამის მიზეზად კი შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი უნდობლობას ასახელებს.

„უნდობლობის საფუძველი მრავალია, კერძოდ, პირველივე დღიდან, როდესაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები თუ როგორ ესაუბრებოდნენ მაღალჩინოსნები თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ის თუ როგორ გახსნეს ჩემი თანდასწრების გარეშე კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ძალიან ბევრი სიცრუის წინაშე დაგვაყენეს, დრონის ჩანაწერები არ მოგვაწოდეს, სათვალთვალო კამერების ძალიან მცირე ნაწილი მოითხოვეს და არაპროფესიონალურად და ძალიან გულგრილად მიუდგნენ საკითხს. ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორცილეს ოჯახის წევრებზე,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, უნდობლობის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ შსს არა მკვლელობის, არამედ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ამასთანავე, ადვოკატის განცხადებით, ხვალ ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერებას, შემდეგ კი რეაგირებისთვის სახალხო დამცველისთვის მიმართვას გეგმავს.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერება არც მომხდარა თავიდან ისე გულდასმით და სიღრმისეულად როგორც უნდა მოქცეულიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამის თაობაზე მე ხვალ, 12 საათზე პრესკონფერენციას გავმართავ, რომელსაც ოჯახის წევრებიც დაესწრებიან და გარკვეული სახის სერიოზულ ინფორმაციას გავაცნობ მასმედიას. ხვალ განცხადებას გავაკეთებთ და მასმედიას და საზოგადოებას გავაცნობთ რასთან გვაქვს საქმე, მერე უკვე მივმართავთ სახალხო დამცველს და დაველოდებით მის რეაგირებას,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა