გერმანიის პრეზიდენტი - მოვუწოდებ ბელარუს სამხედროებს, არ გამოიყენონ ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბელარუს სამხედროებს მოუწოდებს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.

„მოვუწოდებ ბელარუსელ სამხედროებს, არ ჩაიდინონ ცოდვა საკუთარი ხალხის წინაშე“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია დემონსტრანტების სიმამაცით. შტაინმაიერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდა, დაიწყოს დიალოგი აქციის მონაწილეებთან.

„ბელარუსი ხალხი სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებს,“- აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს