„საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ - წელს  SANGU ყველაზე საინტერესო არჩევანია

„საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წელს SANGU ყველაზე საინტერესო არჩევანია.

მათივე ინფორმაციით, წელს „საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” მიღება 9 საბაკალავრო პროგრამაზეა გამოცხადებული.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა დასრულდა, თუმცა საზაფხულო ციებ-ცხელება აბიტურიენტებისთვის კვლავ არ მორჩენილა. სააპელაციო ქულების და საბოლოო შედეგების გამოცხადებამადე მათ კიდევ შეუძლიათ სასურველი უნივერსიტეტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება.

2020-2021 სასწავლო წლისთვის მზადება ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 2019-20 წლების განმავლობაში უამრავი ხელშეკრულება და მემორანდუმი გავაფორმეთ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან, რაც ჩვენი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის და სამუშაო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი ნამდვილად მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. SANGU ერთ-ერთი პირველია იმ უნივერსიტეტებს შორის, რომელიც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა და ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვისაც.

წელს სანგუში მიღება 9 საბაკალავრო პროგრამაზეა გამოცხადებული: ფსიქოლოგია, სამართალი, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები, ისტორია, ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა.

სწავლის წლიური საფასური თითოეული პროგრამისთვის 2250 ლარს შეადგენს. ყველა სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრული გადასახადი 2, 3 ან 5 ნაწილად დაყოს და რაც მთავარია, მარტივად მოიპოვოს უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება.

აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მიუთითებს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს #145, ჩაირიცხება ერთ-ერთ საბაკალავრო პროგრამაზე და მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს, პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:

100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, დაენიშნება 125 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია; 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს; 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის 20%-ს;“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი