გიგა ბოკერია - ვისაც აქვს ილუზია, რომ ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება, მწარედ ცდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება, „მწარედ ცდება“.

მისი თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ კოალიცია საჭირო არაა, შეცდომაა. როგორც ბოკერია აცხადებს, კოალიცია გარდაუვალია და „ოპოზიციას გონივრულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს“.

„ევროპული საქართველოს“ და მთელი საზოგადოების ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება და შემდეგ ევროპული კოალიციის შეკვრა, სწორედ ამას გავაკეთებთ ჩვენ. ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ ერთპიროვნული მმართველობით მოვა ან დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება. ეს არ არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ეს ვერ მოხდება. კიდევ უფრო გაუგებარია, თუ რომელიმე სხვა პარტიას არ მოსწონს, რომ მათი დღევანდელი ლიდერები არ გვინდა ხელისუფლებაში. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გვინდა რომ იყვნენ წარმოდგენილები ხელისუფლებაში, როგორც ყველა პარტიას. სრულიად ავტორიტარული ინსტიქტია თუ ვინმე ბრაზდება იმაზე, რატომ არ მოგწონთ ჩვენი ლიდერებიო“,- აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებები არ არის, მარტივი თუმცა, რეალურია.

„რაც შეეხება ჩვენს საერთო წარსულს, ზოგიერთებისგან განსხვავებით ყველას ყოველთვის ხაზგასმით სრული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული კარგზეც და ცუდზეც, რაც ადრე ხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს ავიწყდება ხოლმე და იძახიან, რომ მიღწევები მათია და შეცდომები - არა. იმის შემდეგ ჩვენი პარტიების გზები გაიყო, სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული ხედვა გვაქვს. ბატონი სააკაშვილი თვლის, რომ კოალიცია არ დასჭირდება. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა. ბუნებრივია, რომ მათ არ ვუჭერთ მხარს. კოალიციის მოლაპარაკებები არ არის მარტივი, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, რომ „ევროპული საქართველო“ რაიმე ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში ვიხილოთ, ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილთან კოალიცია გამორიცხულია.

„გამოვრიცხავთ, რადგან ეს კაცი მისი პერსონიდან და ხედვებიდან გამომდინარე არის საფრთხე საქართველოს მომავლისთვის“,- აცხადებს ბოკერია.

ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყვნენ.

იხილეთ ვიდეო:ყველას, ვისც აქვს ილუზია, რომ ერთპარტიული მმართველობით დაბრუნდება ხელისუფლებაში, მწარედ ცდება - გიგა ბოკერია

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა