ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის და ბრალდებული ექიმის მაგდა ხოჭოლავას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ვახტანგ ჩიქოვანისთვის პატიმრობის გაუქმება, რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის გადახედვა და საკითხის ხელახალი შესწავლა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ განაცხადა, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის შემდეგი ეტაპი გაერთიანებაში მყოფი საავადმყოფოების ექიმების გაფიცვა იქნება.

"მოთხოვნები არის იგივე რაც ბოლო შეხვედრისას დაფიქსირდა, ეს არის პატიმრობის გაუქმება და რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის ხელახალი შესწავლა დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით. ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს გაფიცვის მომზადების მიზნით, ეს გადაწყვეტილება ძალაშია. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად ყველა ასოციაცია ამას უდგება პასუხისმგელობით, რომ ყველაფერი კანონის დაცვით იყოს და ასევე არ დაზარალდნენ გადაუდებელი დახმარების მიმღები პირები,” - აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე