ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავთ მოქალაქეებს და ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული სპეკულაციებისთვის იყენებენ არსებულ სიკეთეებს - თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს!

მივმართავთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული სპეკულაციებისთვის იყენებენ არსებულ სიკეთეებს, თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების დახმარებას ანაზღაურების სანაცვლოდ, როგორც კერძო პირები, ასევე გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები ცდილობდნენ.

„გამოვლინდა კერძო პირები, ასევე, ინდივიდუალური და გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმ აპლიკაციის შევსებაში, რითაც მათ საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ 200 ლარიანი დახმარება, რომლის ინიცირებაც მთავრობამ მოახდინა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოყოფილი 200 ლარი, მოქალაქეებისთვის სრული ოდენობით უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

„მოქალაქეებს ვთხოვთ, რომ მიმართონ ყველა იმ დაწესებულებას, სადაც მათ საშუალება ექნებათ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მომსახურება. ჩვენი მიზანია ის 200 ლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით ჩვენი ბავშვებისთვის, ხელუხლებელი და სრული ოდენობით იქნას ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა