ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების შეფმზარეულების მასტერკლასს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებასა და მზარეულების გადამზადებას ისახავდა მიზნად, წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი წეროვანში თავდაცვის ძალების შეფმზარეულების მასტერკლასს დაესწრო და მათ მიერ მომზადებული ახალი კერძები სამხედროებთან ერთად დააგემოვნა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სექტემბრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებს კიდევ უფრო განახლებული და გაუმჯობესებული მენიუ ექნებათ. „პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულებისთვის მასტერკლასებსა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავდა მიზნად, 1-ელ ივლისს დაიწყო. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფმზარეულები - ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და მაია კაციაშვილი ორი თვის განმავლობაში უტარებდნენ. თავდაცვის ძალების მზარეულებმა თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს და მიღებული ცოდნის საფუძველზე, ჯარის მენიუში არსებული კერძები დახვეწეს. პროექტში თავდაცვის ძალების 30 შეფმზარეული მონაწილეობდა. ისინი სპეციალურ სერტიფიკატებს და ფულად ჯილდოს მიიღებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ღარიბაშვილი და "მასტერშეფის" ჟიური თავდაცვის ძალების შეფმზარეულების მასტერკლასზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა