„რეფორმერი“ - ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის დაპირისპირება აზიანებს  სექტორს, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაჭრელი

პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ჯანდაცვის სპეციალისტები COVID 19 - ის მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ საუბრობენ, ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება აზიანებს სექტორს, „რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაჭრელი“. როგორც ჯანაშვილი აცხადებს, საავადმყოფოებში დგას უმწვავესი საინჟინრო პრობლემები და გაიდლაინები, რომელიც აქვთ, საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

„ვიცით, რამდენი პრობლემა აქვს ჯანდაცვის სისტემას. ზუსტად ამ სექტორის ძირეული ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს პარტია „რეფორმერი“. ჩვენი პარტიის ჯანდაცვის პროგრამაში დეტალურად გვაქვს გაწერილი ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ამ სექტორშია გადასაჭრელი. ჯანდაცვის სისტემაში ინფრასტრუქტურის მოთხოვნები აცდენილია საერთაშორისო ნორმებს, დაუცველია ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების სტანდარტი, არ არსებობს ან სტანდარტის მიხედვით არ არის მოწყობილი ე.წ. სუფთა ზონები.

საავადმყოფოებში დგას უმწვავესი საინჟინრო პრობლემები - საავადმყოფო მაღალტექნოლოგიური დაწესებულებაა და მოითხოვს ცალკე IT ინფრასტრუქტურას, სპეციალურ თანამშრომლებს, რომლებიც ამ აპარატურისა და სისტემების სათანადო წესით მუშაობაზე აგებენ პასუხს. წარმოუდგენელია თავად ექიმი ზრუნავდეს მისი მუშაობისთვის აუცილებელი აპარატურის გამართულ ფუნქციონირებაზე.

არ არსებობს გაიდლაინები, ის რაც გვაქვს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც წესი, გაიდლაინების შემუშავება ხდება საჭიროების მიხედვით, როგორც ახლა COVID 19-ის პანდემიის დროს მოხდა.

უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექიმთა დახელოვნების სკოლა, ძლიერი ბაზით. დღეს არსებული პრაქტიკული კურსი არ არის საკმარისი თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების ზრდისთვის, აუცილებელია მეტი პრაქტიკული გამოცდილება, რაც მისცემს საშუალებას სამედიცინო პროფილის სტუდენტებს გაიარონ კვალიფიციური პრაქტიკა, რაც მათ წარმატებულ დასაქმებას განაპირობებს.

სამედიცინო საქმიანობის 80% - ზე მეტს ასრულებს ექთანი, სამწუხაროდ, მათ აქვთ დაბალი ანაზაღაურება. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთიანად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო საექთნო სკოლის შექმნა, რაც განაპირობებს მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის აღზრდას. ეს არის დიდი ინვესტიცია ჯანდაცვის სექტორში. ექთნების მაღალი კვალიფიკაცია ავტომატურად გამოიწვევს ექთნების ხელფასების გაზრდას. მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც“,- განაცხადა პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილმა.

თორნიკე ჯანაშვილის კომენტარს „რეფორმერის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა