კალიფორნიაში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. BBC-ის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერი დაკვამლიანების გამო ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა და დროებით თავშესაფარში გადასულიყო.

გამოცემის ცნობით, ცეცხლმა შტატში ასობით შენობა გაანადგურა და კიდევ ათასობით მათგანს საფრთხე ემუქრება. შტატში ხანძრის ჩაქრობას 10 000-ზე მეტი მეხანძრე და ათობით ვერტმფრენი ცდილობს. გავრცელებული ვერსიით, კალიფორნიაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი მეხის დაცემა გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა