„ქართული ოცნების“ ლიდერები გარდაბანში იმ სტუდენტს შეხვდნენ, რომელმაც კოვიდინფიცირების გამო, ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, გარდაბანში მცხოვრებ სტუდენტ ანა ონიანს შეხვდნენ, რომელმაც „კოვიდ 19“-ით ინფიცირების გამო, ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ანა ონიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.

„ანა ონიანს გამოცდის ჩაბარების შემდეგ, „კოვიდ"- ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც მან ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა. როგორც საგამოცდო ცენტრში, ამ შემთხვევაშიც პროცესს აკვირდებოდა ორი მეთვალყურე, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა იზრუნეს.

აბიტურიენტმა, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, გამოცდის დღეს, იმავე დროში და იმავე პრინციპით წერა იგივე ტესტი.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ანა ონიანს 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს“,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა