ადვოკატის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილთან ახლო მეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს და გამოძიებას აინტერესებდა, ვის შეუძლია ამ გარემოების დადასტურება

ბაჩანა ლობჟანიძის ადვოკატის, თამაზ კილანავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან ახლო მეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს და გამოძიებას აინტერესებდა, თუ ვის შეუძლია ამ გარემოების დადასტურება. ამის შესახებ თამაზ კილანავამ თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვამ მოიცვა ის საკითხები, რომლებიც არაერთხელ გაჟღერდა და გამოძიებისთვის ცნობილია.

„ამჟამად საქმეს აწარმოებს თბილისის პროკურატურა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკითხული არაერთხელ, მაგრამ ვინაიდან გამოძიება სხვა უწყებას გადაეცა, წესისამებრ მოხდა მისი დაკითხვა. დაკითხვამ მოიცვა ის საკითხები, რომლებიც არაერთხელ იქნა გაჟღერებული და გამოძიებისთვის ცნობილია.

მან დაასახელა თავისი არაერთი მეგობარი. გამოძიებას აინტერესებდა ვისთან მეგობრობს, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ვის რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით.

დღევანდელი ჩვენება იყო ძალიან ხანგრძლივი, რადგანაც გამომძიებელმა ყველა დეტალს გაუსვა ხაზი და ყველა დეტალი იქნა შეტანილი სხდომის ოქმში. რა არის მნიშვნელოვანი და რა არა, ამ გარემოებას გამოძიება დაადგენს.

ასეთ საქმეებზე ახალი გარემოება შეიძლება იყოს კაზუსის ამოხსნისკენ გადადგმული ნაბიჯი, ასეთ მნიშვნელოვან გარემოებას მე დღეს ვერ ვამჩნევ“, - განაცხადა თამაზ კილანავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა