ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ

თვითმფრინავი, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, დღეს დილით, ომსკის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაფრინდა.

თავდაპირველად რუსი ექიმები მისი ტრანსპორტირების წინააღმდეგები იყვნენ და განმარტავდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გადაყვანის საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა, მოგვიანებით, მათ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.

„ალექსეის თვითმფრინავი ბერლინში გაემგზავრა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ალექსეის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება,“- წერს პოლიტიკოსის პრესსპიკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. მისი გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა