დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ხულოს, შუახევის და ქედის  მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე  წარუდგინა

„ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ხულოში მხარდამჭერებს შეხვდა და ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს “ევროპული საქართველოს” სამომავლო ხედვა გააცნეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ოქტომბრის არჩევნებია.

„ხულოში “ევროპულ საქართველოს” ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე, ადამიანი, რომელიც არის ამ საზოგადოების ნაწილი, ადამიანი, რომელიც ბევრი წელია ზრუნავს ქართველი მუსლიმი თემის კეთილდღეობაზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე, ადამიანი, რომელიც პარლამენტში მოვა არა საკუთარი ტენდერების, ბიზნესებისა და სასტუმროების ასაშენებლად, არამედ, რაიონის ფეხზე დასაყენებლად. ეს არის ადამიანი, რომელსაც პატივს სცემს აჭარა. დარწმუნებლი ვარ, რომ „ევროპული საქართველო” ხულოში იბრძოლებს გამარჯვებისთვის, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარობის ნაწილში. ჩვენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევცვლით ცხოვრებას უკეთესობისაკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ტარიელ ნაკაიძემ უმცირესობების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები რეგიონში დაცული არ არის და გამარჯვების შემთხვევაში თავად იქნება ხალხის ხმა პარლამენტში.

„მე ვამაყობ ხულოელებით, ხულო არის ერთ-ერთი სერიოზული მუნიციპალიტეტი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ძალიან ბევრი ხულოელი ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ხულოელები მშრომელები არიან, მათი პრობლემები ჩემთვის ნაცნობი და მნიშვნელოვანია, რადგან მეც ამ კუთხეში დაბადებული და ამ მუნიციპალიტეტის მკვიდრი ვარ. მე ვიქნები მათი ხმა, მათი წარმომადგენელი, მათი ტკივილების გამზიარებელი. მათი პრობლემების მოგვარებას აქტიურად შევუდგები. მჯერა, რომ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ ამ ადამიანების მხარდაჭერით“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა