ჯანდაცვის სამინისტროს  რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს, მის მეუღლეს და 2 მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს, მის მეუღლეს და 2 მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განუცხადა, კორონავირუსი თავდაპირველად თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა, შემდეგ კი ოჯახის დანარჩენ წევრებს.

„3 დღის წინ ჯერ ჩვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვდნენ მშობლები. მათ ტესტი აუღეს და ჩვენს თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომლის ოთახში ვინც შედიოდა და ჰქონდა მასთან შეხება, რა თქმა უნდა, ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირება ვისაც ჩუტარდა, ყველას პასუხი უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, გარე კონტაქები ვისთანაც ჰქონდა, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ“,- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს, მათ კლინიკაში მოთავსებულია ერთი ოჯახის 4 წევრი.

„კლინიკაში იმყოფება 2 მცირეწლოვანი და მათი მშობლები. 4-ვეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადეს კლინიკაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა