ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა.

„დღეს, დილის 09:00 საათისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გვაქვს, მათგან 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემის კლასტერს, თუმცა, თვითონ ლენჯერში დადასტურებულია 7, ხოლო 4 შემთხვევა გახლავთ მესტიის მუნიციპალიტეტის გარეთ. ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, რომელიც უკავშირდება ყაზბეგის კლასტერს. 5 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, გაურკვეველი არცერთი არ არის.

ამავდროულად, ბოლო სამი დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მოგეხსენებთ, კარანტინში მყოფი ადამიანებიდან ბევრს უმთავრდება 12 - დღიანი ვადა. ბოლო 3 დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 1052 პირი გამოიკვლიეს. როგორც მოგახსენეთ, დადებითი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ლენჯერში, კარანტინში მყოფი ადამიანების პასუხი ყველა უარყოფია და ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე