ჯანდაცვის სამინისტრო - შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნისას დაშავებული ერთი პირი უკვე თბილისში გადაიყვანეს, მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი მათგანი უკვე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ,“-აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა