გია ვოლსკი ოპოზიციაზე - 30-დან ყველა პარტია არ არის, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა, ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღება რომ მიიპყრონ

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობის სურვილია და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები.

„რაც გასათვალისწინებელია, 30 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობრივად ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელოდა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებს ცალკეული მათგანი. კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობენ და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში მათი მოსაზრებით, არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს კრემლის აგენტებს და დასავლეთის მონებს ეძახდნენ. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას პირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება შეაფასებს ვითარებას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს სტაბილურობის სასარგებლოდ.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მემორანდუმი გააფორმა. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

იხილეთ ვიდეო: მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ მემორანდუმის გაფორმებას აფასებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა