სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოს დასკვნას არასწორს უწოდებს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მიიღო წერილობითი პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან, რითაც დასტურდება, რომ რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში გამოტანილი დასკვნა არის არასწორი.

კერძოდ, რეგულირების სააგენტოს დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ ჩარევა, რომელიც განახორციელა პირველი ოპერაციის დროს ვახტანგ ყიფიანმა და აპირებდა განეხორციელებინა მეორე ოპერაციისას (რაც არ განხორციელდა ანესთეზიის ეტაპზე გართულების გამო) მიეკუთვნება ორთოპედ-ტრავმატოლოგის კომპეტენციას. რაც არის არასწორი და რაზეც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები შესაბამისი პროფილის დარგობრივი ასოციაციების მიერ.

აღნიშნული ფაქტი 21 აგვისტოს წერილობით დაადასტურა ჯანდაცვის სამინისტრომ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას, გაითვალისწინოს ეს ახალი გარემოება და დააყენოს ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა