გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს