მამუკა ხაზარაძე ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ საკითხებს აქვეყნებს

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში მთავარ პოსტულატებს აქვეყნებს. მამუკა ხაზარაძის ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ფაბულა 6 ძირითადი პუნქტისგან შედგება.

„დღეს რაც გვჭირდება გადაუდებლად: ქვეყანა არ ვითარდება - გვჭირდება ახალი მარშალის გეგმა, ტექნოლოგიური რევოლუცია; სულიერად გავღატაკდით - დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს (იაპონიის ფენომენი); კორუფცია ელიტური გახდა - კორუფცია ქვეყნის ღალატია, ყველა უნდა დაისაჯოს მკაცრად კანონით; სიღატაკემ და უმუშევრობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია - უნდა შევქმნათ ძლიერი საშუალო ფენა; ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება და სამუშაო ადგილი უნდა ჰქონდეს ყველას; ემიგრაცია იზრდება - უთქვენოდ ვერაფერს შევძლებთ - უნდა დაბრუნდეთ; ჩამოშლილია სახელმწიფო სისტემა, ვკარგავთ მომავალს - მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი უნდა გავხადოთ ყველაზე დაფასებულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა