გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას - როდესაც ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ  გრძნობს, ეს თქვენი დანაშაულია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული კრიმინოგენური მდგომარებაა.

მისივე თქმით, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის ძალისხმევით, სამართალდამცავი უწყებები სრულიად ჩამოშლილია, საქართველოში ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და ქართული პოლიციის საქმიანობის პრინციპები ფაქტობრივად, დეგრადირებულია.

ვაშაძის განცხადებით, მიუღებელია, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის გამოიყენო და ადამიანების გაუჩინარების, მკვლელებისა თუ სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულებების გამოძიება არ გაღელვებდეს და გვერდით გადადო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ხელისუფლებას „ბურუსით მოცული კრიმინალური საქმეების“ დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური მდგომარეობაა. დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახში ვიმყოფებოდი, ლალი კანიაშვილი 4 წელია ითხოვს საკუთარი შვილის, 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილის გაუჩინარების საქმის სრულფასოვან გამოძიებას. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და ლაფსუსია გამოძიების ირგვლივ. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ოჯახისთვის, როცა 24 წლის გოგოა გაუჩინარებული და კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა გულგრილი დამოკიდებულებაა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს - რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა კრიმინალური საქმეების გამოძიება? როდესაც ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს, ეს თქვენი დანაშაულია, სწორედ ასეთი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული საქმეები იძლევა ამის საბაბს. არ შეიძლება, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის იქნას გამოყენებული და არ აღელვებდეს ამდენი ადამიანის გაუჩინარება, მკვლელობა თუ ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქები.

უმძიმესი სურათია, რაც დღეს საქართველოში ხდება და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, რადგან, სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას თავისი თავის გარდა არაფერი აინტერესებს. პოლიციის სისტემის ასეთი დეგრადირება უკვე კატასტროფაა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა