დიმიტრი პესკოვი - კრემლი საფუძველს ვერ ხედავს, რომ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ კრემლში ჯერჯერობით იმის საფუძველს ვერ ხედავენ, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ პესკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნავალნისთან დაკავშირებით მომხდარზე გამოძიებისთვის საბაბი უნდა არსებობდეს. პუტინის პრესმდივნის თქმით, ექიმებმა ჯერ ის ნივთიერება უნდა აღმოაჩინონ, რომელმაც პოლიტიკოსზე ზემოქმედება მოახდინა და დაადგინონ რა გახდა ამ მდგომარეობის მიზეზი.

„ჯერჯერობით ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ პაციენტი კომაშია“ , - განაცხადა პესკოვმა.

მანვე უპასუხა ბრალდებას, რომლის თანახმადაც პასუხისმგებლობა პოლიტიკოსის მოწამვლაზე კრემლსა და პირადად პრეზიდენტ პუტინს ეკისრება.

„ჩვენ სერიოზულად ვერ მივუდგებით თქვენ მიერ გახმოვანებულ ბრალდებას. ეს ბრალდებები ვერანაირად ვერ იქნება მართალი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, „როგორც ჩანს მოწამლეს“.

მათივე ინფორმაციით, ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქიმიური პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ზუსტი ნივთიერება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს