ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

„თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკაში შემოყვანილი იქნა სამი ქალბატონი პოლიტრავმით. ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და კვლევა. 2 პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებული იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება.

ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე პაციენტთან, ჰემოდინამკის მართვის მხრივ.

ასევე ტრავმის შედეგად 2 ქალბატონს დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი, ამ ეტაპზე, ფილტვის ორივე ქსოვილი გაშლილია რენტგენოლოგიური კვლევით, ოქსიგენაციის პარამეტრები სტაბილურია.

იცით, რომ პაციენტებთან კლინიკაში შემოყვანისას იყო შარდის გამოყოფის არარსებობა, ამ ეტაპზე შარდის ფუნქცია ორგანიზმში აღდგენილია. სამივე მათგანთან შემოყვანისას იყო ღრმა კომა, რაც 15 ქულიდან ითვლებოდა 4 ქულად. ამ ეტაპზე, პაციენტებთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება.

ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიულიკვლევებით, არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო: ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს