უისკონსინის შტატში აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, სადაც ათობით აქტივისტმა მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია.

აქციის მონაწილეებს ცეცხლი ბენზინგასამართი სადგურიდან გაუსხნეს, სადაც რამდენიმე შეიარაღებული პირი შენობის დაცვას ცდილობდა. სროლის დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

საპროტესტო აქციები ქალაქ კენოშაში მას შემდეგ იმართება, რაც 23 აგვისტოს პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიან მამაკაცს ზურგში შვიდჯერ ესროლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა