ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სავარაუდოდ მუქარის მუხლით დაიწყება

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყება.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, მან გამოძიებას დეტალურად მოახსენა წერეთლის გამზირი N105-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და დაასახელა ის პირები, ვინც შესაძლოა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს.

ანა დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყება, რომლის კვალიფიკაცია გამოძიების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს სამართალდამცველებს ხვალ, ხელახალი გამოკითხვისას წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს, წერეთლის N105-ში საარჩევნო კამპანიის დროს ანა დოლიძეს, მის გუნდს და ამომრჩევლებს ადამიანების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი