სოფო შამანიდი - რისკენ გვიბიძგებს იუსტიციის მინისტრი თავისი ახალი რეგულაციით? ფიქტიური ქორწინებისკენ

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, სოფო შამანიდის განცხადებით, სუროგაციის წესთან დაკავშირებული ცვლილებებით იუსტიციის მინისტრი დემოგრაფიის კუთხით არსებულ პრობლემას უფრო აღრმავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შამანიდი აცხადებს, მინისტრი ახალი რეგულაციებით ადამიანებს ფიქტიური ქორწინებისკენ უბიძგებს.

„დღეს, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, ქალბატონი მინისტრი კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ბარიერს უქმნის ადამიანებს, ვისაც სურთ ჰყავდეთ შვილი. რისკენ გვიბიძგებს იუსტიციის მინისტრი თავისი ახალი რეგულაციით? ფიქტიური ქორწინებისკენ. თუმცა ეს ხომ „ოცნების“ ჩვეული სტილია - ფიქცია, ტყუილი, ადამიანებისთვის პრობლემების შექმნა, არჩევანის წართმევა.

აქამდე მხოლოდ ქალების უფლებების დარღვევებზე ვსაუბრობდით - ეს ხომ ჩვეული თემაა ჩვენს საზოგადოებაში. კაცებო, ახლა თქვენი უფლებებიც ირღვევა! თუკი თქვენ არ ხართ ქორწინებაში, მაშასადამე არ გეყოლებათ შვილი. მორჩა და გათავდა. ასე უნდა ქალბატონ მინისტრს“,- განაცხადა შამანიდმა.

ცნობისთვის, სუროგაციის გზით შვილის ყოლას მარტოხელა მშობლები ვეღარ შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ამისთვის წყვილს სულ მცირე ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვება.

კერძოდ, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ხელმომწერი მხარე ცვლილებების თანახმად, შეიძლება იყოს მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება არანკლებ ერთი წლის განმავლობაში, ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში სულ მცირე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა