კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსზე“ - თუ პარტია დაფინანსების შესახებ კანონს არღვევს, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია დაფინანსების შესახებ არსებულ კანონს არღვევს, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ.

ასე გამოეხმაურა კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მიეცეს.

„პარტიების დაფინანსება კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არღვევს კანონს, ამას სჭირდება შესწავლა შესაბამისი სამსახურების მხრიდან და შემდეგ მოჰყვება რეაგირება, თუ რაიმე არასწორად არის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა