ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და დიპლომატიური შეტევა ხორციელდება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

„რასაც ვხედავთ, ეს ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გარკვეული ეტაპია. სხვა რა შეიძლება ამას ეწოდოს? ამ ომში მედია საშუალებები და საინფორმაციო სივრცეებია ჩაბმული“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ „დიპლომატიური შეტევა“ დაიწყო.

„ჩვენს წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე დიპლომატიური შეტევა დაიწყო”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსის მეზობელმა ქვეყნებმა არა მხოლოდ ცხადად გამოხატეს პოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, არამედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება დაიწყეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს