მიხეილ სააკაშვილი - ზოგიერთი ჩემი მეგობარი გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა მათ ვუთხრა: ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც

ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, დღეს იყო ბევრი დამწუხრებული კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით მისი განცხადების გამო.

„ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა მათ ვუთხრა: თავი მაღლა ასწიეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც. ჩემთვის ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ეს ჩემთვის ერთი ბრძოლაა და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა