ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ბერლინში გაიმართა.

„თქვენ იცით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებებს მივიჩნევთ მიუღებლად. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხალხს, ვგმობთ რეპრესიებს და ხელისუფლებას ვთხოვთ ხალხთან დიალოგი დაიწყოს“ , - განაცხადა ბორელიმ.

მისივე თქმით, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა