ინდოეთის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ინდოეთის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჰ. ვასანტაკუმარი ინდოეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის - „კონგრესის“ წევრი იყო და პარლამენტში ტამილნადუს შტატს წარმოადგენდა.

დეპუტატის გარდაცვალებას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და მის ოჯახსა და მხარამჭერებს მიუსამძიმრა.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ. Worldometers-ის მონაცემებით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 3 463 972 შემთხვევაა დაასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 62 713-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა