თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზის პროცესში "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. მისივე განმარტებით, ექსპერტიზას კომპანია „ჰიუნდაის“ წარმომადგენლები დააკვირდებიან და მისი შემოწმება FBI-ს ექსპერტების ჩართულობას არ საჭიროებს.

„უახლოეს დღეებში ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თვითონ მანქანა ისეთია, რომ ძალიან დაბალი რანგის ავტომობილია და აქედან გამომდინარე, არ არის საჭიროება რომ უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართული. ექსპერტიზაზე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლები იქნებიან, სპეციალისტები არიან, დააკვირდებიან და პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

ექსპერტიზაზე ავტომობილი შემოწმდება თავიდან ბოლომდე, მისი მდგომარეობა, რა გზები გაიარა ავტომობილმა, რამე დაზიანება ხომ არ ჰქონდა, „ბუქსირზე“ ხომ არ იყო ჩაბმული. საერთო ჯამში, ტექნიკური მდგომარეობაა შესამოწმებელი,“- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს