გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - "პატრიოტთა ალიანსი"  „შმატრიოტები“ კი არა, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და აღძარით საქმე თუ მათთან გარიგებული არ ხართ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აჭარაში საარჩევნო ბანერის განთავსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძალა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ძალა უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მივმართავ ირაკლი კობახიძეს და დამსხვრეული ოცნებების პარტიას: ისინი შმატრიოტები კი არ არიან, როგორც თქვენ მათ დღეს უწოდეთ, არამედ ანტიდასავლური და ანტიეროვნული ძალა, რომელთანაც იმყოფებით ალიანსში წლებია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულთან დაკავშირებით და დროულად გამოიძიოთ მათი კრემლთან კავშირები და ფინანსური წყაროები" , -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "პატრიოტთა ალიანსს" "შმატრიოტები" უწოდა. ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა