ხატია დეკანოიძე - ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით ძირეულ პრინციპებზე, მათ შორის იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ისნის საარჩევნო ოლქში, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მისივე თქმით, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს და ზოგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ძირეულ პრინციპებზე შეთანხმდნენ.

„ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საარჩევნო ძირითადი სუბიექტები არიან, შევთანხმდით ძალიან ძირეულ პრინციპებზე. მათ შორის შევთანხმდით იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ ბიძინა რომ წავა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემა, როგორც რეპრესიული მექანიზმი, აღარ არსებობდეს. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. მე მიხარია, რომ ამ ინიციატივის უმეტესი ნაწილი იყო ჩემი. მაგალითად ის, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, უნდა შევქმნათ შერიფის ინსტიტუტი, სკოლა უნდა იყოს ავტონომიური და ა.შ.“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ინიციატივით და NDI-ის ორგანიზებით ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრები იმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „ლელო“ და „მოქალაქეები" მიიღებენ.

შეხვედრაზე განხილული საკითხები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა (კერძოდ პროკურატურა და სუს-ი), ეკონომიკა და განათლების სისტემა იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი