კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტი რუხის კლინიკაში მკურნალობს, მათგან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოსული

კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი რუხის კლინიკაში მკურნალობს. როგორც რუხის საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჯანაშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათგან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოსული.

„დილით კლინიკაში მკურნალობას იტარებს 5 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 პაციენტი დაგვემატა გუშინ. ამ ორიდან ერთი არის აფხაზეთიდან შემოსული, როგორც დადასტურებული შემთხვევა. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, მათ უტარდებათ დამატებითი კვლევები. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კლინიკაში ასევე, გვყავს ცხელებით 4 პაციენტი, რომლებსაც ასევე, დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ სათანადო გამოკვლევები,“- განაცხადა ნინო ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1469 გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა