ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 ძმა ჭაში გარდაცვლილი ნახეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიში 2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში გარდაცვლილი ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა ჭაში გასაწმენდად ჩავიდა, შეუძლოდ გახდა და მეორე მის დასახმარებლად ჩავიდა. ადგილზე მისულ მაშველებს აღნიშნული პირები ჭაში, უგონო მდგომარეობაში დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ძმები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოყვანილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა