შინაგან საქმეთა სამინისტრომ 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კლინიკის ხელმძღვანელობა კი ინფორმაციას უარყოფს

კლინიკა „სითი მედიკალში“ ექიმების მხრიდან პაციენტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

პაციენტის ოჯახის წევრები კლინიკის მედპერსონალს 77 წლის ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

„პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვუსვამთ ხაზს, საგამოძიებო უწყება თვითონ იყო შესული და აპირებენ ექსპერტიზასაც. ველოდებით კამერების გახსნას, რომ ნახონ და გადმოგვცენ ინფორმაცია. ჩვენ არ გვიშვებენ კამერებამდე, ასეთი პროტოკოლიაო. მინდა კამერები გაიხსნას, რომ ნამდვილად დამტკიცდეს, რატომ არის ჩალურჯებები“, - განაცხადა პაციენტის ახლობელმა რუსუდან ხარაბაძემ.

აღნიშულ ფაქტს არ ადასტურებს კლინიკა „სითი მედიკალის“ დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი და აცხადებს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

„კამერებიდან აიღეს ჩანაწერი. ვინც არ არის აპარატულ სუნთქვაზე, იმან დაადასტურა, რომ არაფერი ყოფილა. მე თვითონ ვუყურე ჩანაწერებს, მე იქ ვერაფერი დავინახე, არ ვიცი პოლიცია რას დაინახავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება“, - განაცხადა ნიკა მენთეშაშვილმა.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა