„ევექსში“ სარეზიდენტო პროგრამები ხორციელდება

2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიდან აცნობეს, 315 მომავალი ექიმიდან 175 - ისინი ვინც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ, ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ.

მათივე ცნობით, წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს და 2020 წლის მონაცემებით, 84 რეზიდენტმა დაასრულა სწავლა და ისინი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.

„სარეზიდენტო პროგრამების ფუნქციონირებისთვის 4 წლის განმავლობაში 2 მილიონ 855 ათასი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, რომელიც პედაგოგების სახელფასო ხარჯებს და რეზიდენტების სტიპენდიებს მოხმარდა.

წარჩინებული რეზიდენტები კომპანიის დაფინანსებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის, ისრაელისა და ამერიკის წამყვან ჰოსპიტლებში.

განათლება ჯგუფის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც სარეზიდენტო პროგრამებთან ერთად მოიცავს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის მუდმივ ტრენინგებსა და გადამზადებებს. ამ მიმართულებით ყოველწლიურად 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე