თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მან შეასრულა ის სამუშაო რაც დავალებული ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვადასხვა კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. სტრატეგია შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე პანდემიის პირობებში მისი განხორციელება ვერ ხერხდება“,-აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეასრულებს თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერის მოვალეობას, მერიაში აღნიშნავენ, რომ კულტურის სამსახურს აქვს შეთავსებული კომუნიკაცია კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე 2018 წელს დაინიშნა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი