ლევან იოსელიანი - თავდაცვის მინისტრი არღვევს კანონს და დაკავებულია ამომრჩევლის მოსყიდვით

სისხლის სამართლის კოდექსი 164-ე პრიმა მუხლი პირდაპირ კრძალავს რაიმე ტიპის ქონებრივი უპირატესობის მინიჭებას ამომრჩევლისთვის, ეს არის დანაშაული და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო ინიციატივას, რომლიც თანახმადაც 1000-მდე ადამიანს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანებას ჩამოაწერენ.

„თავდაცვის მინისტრი არღვევს კანონს და დაკავებულია სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვით. ამ დავალიანების ჩამოსაწერად მას საკმარისი დრო ჰქონდა არჩევნებამდე, მაგრამ შეგნებულად, ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ამ დავალიანების ჩამოწერა ხდება ახლა, მათ თავისუფალ არჩევანზე ზეგავლენის მიზნით" , - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ინფორმაციას პარტია "მოქალქეები" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა