ნიკოლას მადურომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი შეიწყალა

ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი შეიწყალა. პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. მედიის ინფორმაციით, გათავისუფლებული პოლიტიკოსების ნაწილმა ვენესუელა უკვე დატოვა, ნაწილი კი ჯერჯერობით ისევ საპატიმროში რჩება.

შეწყალებულებს შორის არის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს თანაგუნდელი, რობერტო მორერა, რომელიც 2019 წლის მარტში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

ოპოციზიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას არჩევნებს უკავშირებენ, რომელიც 6 დეკემბერს გაიმართება.

ვენესუელაში კრიზისი 2019 წლის იანვრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარს 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა