კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, სოფელ წერაქვში ფესტივალი One Caucasus 2020 გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, 27-30 აგვისტოს, ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus (ერთიანი კავკასია) გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, ფესტივალმა ქვემო ქართლის მკვიდრ ასობით ახალგაზრდას და სხვა სტუმრებს უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, One Caucasus-ის მისიაა შექმნას შთამაგონებელი სივრცე კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის. ფესტივალი მოიცავს სამ კვირიან მოხალისეობით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანები, მუსიკოსები, არქიტექტორები და ტრენერები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მართავენ უნიკალურ შემოქმედებით საგანმანათლებლო აქტივობებს ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით. წლევანდელმა აქტივობებმა მოიცვა სოფელი წერაქვი, დაბა შაუმიანი, სოფელი შულავერი, დაბა სადახლო და დაბა კაზრეთი.

One Caucasus-ის მხარდამჭერები არიან: ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკომისიის განათლების, აუზიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA), პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, კომპანია „არემჯი“ და შემოქმედებითი საქართველო.

2020 წლის ფესტივალი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სპეციალურად განხორციელდა მცირე მასშტაბებში და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. კერძოდ: ფესტივალის ყველა მონაწილემ გაიარა თერმოსკრინინგი, დაურიგდათ უფასო პირბადეები და ყველა აქტივობა განხორციელდა ღია სივრცეში.

„ერთიანი კავკასიის ქალაქში“ დამსწრეებს სპეციალურად მოწყობილ კინოთეატრში მიეცათ შესაძლებლობა ეხილათ არაერთი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმი, ახალგაზრდებისთვის მოეწყო მრავალი შემეცნებითი აქტივობა, ხოლო ფესტივალის ოთხი დღის ყოველ საღამოს აუდიტორიისთვის შეასრულეს ისეთმა ბენდებმა, როგორიცაა გორდელა, ჩვენებურები, La Courbe Flottante, Midnight, Sunshine, INFEST და სხვ.

„წელს უკვე მეორედ კომპანია არემჯი აქტიურად მხარს უჭერს ფესტივალს ,,ერთიანი კავკასია“. წარმოდგენილები ვართ სოფელ წერაქვში, კაზრეთელ მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გარემოს, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ჩვენ მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავარგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა კომპანია „არემჯის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი შატაკიშვილმა.

„ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) უკვე შვიდი წელია არსებობს. ყოველი წლის აგვისტოს ვკრეფთ ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდს, შემდეგ ვსახლდებით სოფელ წერაქვში, საიდანაც ვახორციელებთ აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ვაწყოფთ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელიც იქმნება კავკასიელი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ ერთად მუშაობა და განვითარება მუსიკალურ სფეროში“, - განაცხადა ფესტივალ One Caucasus-ის ორგანიზატორმა, ირაკლი მიქიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა