„თავისუფალმა საქართველომ“ ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ფოთში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად თამარ ფაჩულია წარადგინეს, - აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ისევე, როგორც მთელი საქართველო, დღეს ფოთიც დაპაუზებულია.

„ეს უდიდესი შესაძლებლობების ქალაქი წლებია, რაც განვითარებას აღარ განიცდის. არა და, ქართული ეკონომიკის კუთხით ფოთის გამოყენება ათმაგად არის შესაძლებელი. ქალაქის იერსახეც კი უცვლელია, არა თუ ინდუსტრიული მიმართულებები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა არსებული რეალობა რადიკალურად უნდა შეცვალოს. 1-ელი ნოემბრიდან ხალხს მომავლის იმედი უნდა დაუბრუნდეს, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას ფაქტობრივად აღარ გააჩნია “, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისი განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების გარდა ის კაბალური მიდგომებიც უნდა შეიცვალოს, რომელიც ოლიგარქებს მოსახლეობის გაღატაკების შესაძლებლობებს აძლევს.

„ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც მევახშეობის წინააღმდეგ გამოდის. „თავისუფალი საქართველო“ - პირველი, რასაც პარლამენტის დღის წესრიგში ჩაწერს, მევახშეობის აკრძალვა იქნება, რომელმაც ათასობით ადამიანი, საკუთარი სახლ-კარის გარეშე დატოვა, ვინც ამას გადაურჩა კი, უცხოეთში წავიდა, რათა ბანკებისგან კუთვნილი ქონება გამოისყიდოს “,- განაცხადა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მანვე დღეს ფოთში შეკრებილ მოსახლეობასთან ყურადღება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ განხორციელებულ „იაფი მედიკამენტების“ პროგრამაზეც გაამახვილა.

„საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, აღნიშნული კამპანია გასული წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, თუმცა დღეს გამოჩდნენ, პოლიტიკას ამოფარებული ფარმაოლიგარქები, რომლებმაც ჩვენი იდეა გადმოაკოპირეს და პაციენტებს ანალოგიურ შეღავათებს სთავაზობენ, თუმცა არჩევნებამდე მათ არც ადამიანები და არც ამ პროგრამის შინაარსი და მიზანი არ გახსენებიათ “, - აღნიშნა კახა კუკავამ.

საკუთარ ამომრჩევლებს დღეს სამეგრელოს მაჟორიტარმა კანდიდატმაც მიმართა.

„თავისუფალი საქართველოს“ მთავარი დევიზია „დინების წინააღმდეგ“. ეს დევიზი ზუსტად შეესატყვისება ჩემს პიროვნებასა და ცხოვრებისეულ პრინციპებს. აქედან გამომდინარე მზად ვარ, ყველა სიძნელეს შესაბამისად ვუპასუხო და მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლო, რათა ფოთი აღარ იყოს ეკოლოგიურად მომწამვლელი ქალაქი, ხოლო ახალგაზრდებს აქ ცხოვრების მოტივაცია, კვლავ დაუბრუნდეთ “, - განაცხადა თამარ ფაჩულიამ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 5 სექტემბერს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია