გია ხუხაშვილი - დღევანდელი გადმოსახედიდან, ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ ძლიერად გამოიყურება, რადგან ოპოზიცია ახალს ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს

დღევანდელი გადმოსახედიდან, ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ ძლიერად გამოიყურება არამხოლოდ იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის კრიზის მენეჯმენტი არის ერთ-ერთ მთავარი თემა, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიცია ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობს ამომრჩეველს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ამომრჩეველი ძირითად პარტიებზე უკვე გადანაწილებულია.

„კამპანია ზოგადად ტარდება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოსაზიდად. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სტატისტიკურად ფიქრობს, რომ მას არ უნდა წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არ უნდა აწმყო „ქართული ოცნების“ სახით და ეძებს მომავლის არჩევანს, არდაზიანებული პოლიტიკური ძალის ძიებაშია და ვერ პოულობს მას. პოლიტიკური ბაზარი ვერ აკეთებს სრულფასოვან შეთავაზებას და ასეთი დაქსასული სიტუაციაა. ეს ხდება იმის ფონზე, რომ რესურსები მონოპოლიზებულია წარსულსა და აწმყოს შორის ანუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. აქ ვგულისხმობ არამხოლოდ მატერიალურ, არამედ მედიარესურსსაც, ანუ პროპაგანდას. ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები კი ამ ორპოლუსიანი ნარატივის გარღვევას ვერ ახერხებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონებში ოპოზიციური პარტიები უფრო ლიდერობენ, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული განპირობებულია რეგიონებში არსებული სოციალური რისკებით.

„თბილისში ასეა თუ ისე, რაღაც მოძრაობები არის. პირადი ავტორიტეტი აქვს ქალაქის მერს და ესეც ეხმარება. ეს აქტიური „ანტიმიშა“ თბილისშია კონცენტრირებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ თბილისში „ქართულ ოცნებას“ უკეთესი პოზიციები აქვს, უბრალოდ თბილისში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ელემენტები უფრო მეტადაა და პოლიტიკური გემოვნების უფრო ფართო სპექტრია. „ქართული ოცნება“ ბევრად წინ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თბილისში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისში კრიტიკული უპირატესობა აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის