ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის" აღმასრულებელი მენეჯერის განცხადებით, სასტუმროს ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის" ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, - ამის შესახებ სასტუმროს აღმასრულებელმა მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ სასტუმროში შევიდა ვიზიტორი, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სასტუმროს ადმინისტრაციამ პრევენციის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა.

გვანცა ხაინდრავას განცხადებით, პირველადი ტესტის შედეგად სასტუმროს ვიზიტორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ჩაკეტვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. ერთ პირს, რომელიც გუშინ შემოვიდა სასტუმროში, დაუფიქსირდა ტემპერატურა და პრევენციის მიზნით გადავიყვანე შემოწმებაზე. სასტუმროში ჩატარდა დეზინფექცია და პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ეს ადამიანი იმიტომ გადავიყვანეთ, რომ ჩვენმა ვიზიტორებმა უსაფრთხოდ იგრნონ თავი“, - განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ელოდებიან განმეორებითი ტესტის პასუხებს და ამის შემდეგ შეეძლებათ ვიზიტორებს როგორც ტერიტორიის დატოვება, ასევე სასტუმროში შესვლა.

„ამ ეტაპზე დაახლოებით 900-მდე ვიზიტორი გვყავს",- განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია