კორონავირუსის 38 შემთხვევიდან, 2 „ნიკორას“ თანამშრომელს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურსათო მაღაზიამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები.

„კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან, 22 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერი, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

მაღაზიაში მთლიანად შეცვალეს იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს კვლევები“,- განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ნიკორაშიც“ დაუდასტურეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ