ეკატერინე ტიკარაძე - მინდა მათ, ვინც აჭარიდან ბრუნდება, მოვუწოდო, რომ მიმართონ თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. იცით, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევა ბათუმშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა ვთხოვო ჩვენ მოსახლეობას, ისეთივე პასუხისმგებლობით დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ ნიღაბი, როგორც ეს მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.

აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმში დასასვენებლად მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს განთავსებული კარვები და ამბულატორიები ტესტირებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს, ვმართოთ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ქვეყანაში.

მათ, ვინც ბრუნდება აჭარიდან საცხოვრებელ სახლებში, მინდა მოვუწოდო, რომ მიმართონ თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე, 112-ში“,-განაცხადა ტიკარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ