ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა სასტუმრო „ოაზისის“ ტერიტორია დატოვა

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისი" დატოვა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

მისი ინფორმაციით, დედამისი სასტუმროში რჩება ინსტრუქციის სრული დაცვით.

"ტყუილია!!!!გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით",- აღნიშნავს არეშიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება. დაიწყება კონფერენციაზე მყოფი 400-მდე ექიმის ტესტირება და გადანაწილდებიან თვითიზოლაციასა და კარანტინში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა